LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტყველების უნარი დროდადრო ერთმევა“ – სამწუხარო ამბავი ბრიუს უილისის შესახებ

151
page

68 წლის ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რეჟისორი, გლენ გორდონ კერონი მსახიობთან სტუმრად იყო. შეხვედრის დეტალები კი PageSix-ს გაუზიარა.

„რაღაც მომენტში ის რამდენიმე წუთი შეყოვნდა და თითქოს, იხსენებდა, თუ ვინ ვიყავი. ადრე ბრიუსს საუბარი ძალიან უყვარდა, ახლა კი მეტყველების უნარი დროდადრო ერთმევა, თუმცა, ის მაინც ბრიუსია“, – აცხადებს რეჟისორი

შეგახსენებთ, გასულ წელს „კერკეტი კაკლის“ ვარსკვლავს „აფაზიის“ დიაგნოზი დაუსვეს, რამდენიმე თვეში კი ოჯახმა განაცხადა, რომ მას „დემენცია“ აქვს.

ბრიუს უილისის იშვიათი გამოჩენა დემენციის დიაგნოზის შემდეგ – „კერკეტი კაკალი“ და დემი მური პარიზში გადაიღეს

მძიმე სენით დაავადებული ბრიუს უილისი ქალიშვილთან და პატარა შვილიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები