ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლი კორონავირუსის გამო ტაძრებში დეზინფექციის ჩატარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ თუ დღის წესრიგში დადგება ეს საკითხი, შესაბამის გადაწყვეტილებსაც მიიღებენ.
“ხატთან ამბორისთვის რომ მიდის ადამიანი, მცირე შუალედში შემდეგ მიდის საგანგებოდ დადგენილი პერსონა და ხატს წმენდს ვარდის წყალში დასველებული ჩვრით. ჩვენ გვაქვს სკოლა, ასევე არის უნივერსიტეტი ფოთში, სადაც გუშინ ჩატარდა დეზინფექცია. თუ დადგა დეზინფექციის ჩატარება დღის წესრიგში, მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – უთხრა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს.
29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
უნდა შეცვალოს თუ არა ზიარების ტრადიცია კორონავირუსმა? - რას ფიქრობენ თეოლოგები
"კორონავირუსი და მსგავსი ტიპის ვირუსები არის მსოფლიო სპექტაკლი"...
ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული.
მნიშვნელოვანი დეტალები კორონავირუსის შესახებ: “ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით”
როგორია კორონავირუსით ინფიცირებული პირების მდგომარეობა – ინფექციური საავადმყოფოს განცხადება
მსოფლიოში კი ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 103 ათასს აჭარბებს, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსით დაინფიცირებული 100 წლის კაცი გამოჯანმრთელდა