ბოდბელმა ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ცხადებს, რომ პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა.
მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.
„მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს“, – აცხადებს მეუფე იაკობი.