LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო – იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება, რადგან ეს არის მისი სიხარული

121
Screenshot 2025-09-21 194328

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა.

მისი თქმით, დღეს ადამიანები იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გახდნენ, რომ უჭირთ სინანული და სულიერი განწმენდა, რაც, როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, ღვთისმშობლის გახარებაა.

„როდესაც ადამიანი ჯანმრთელია და კეთილდღეობით ცხოვრობს, მას დიდად არ სურს, იფიქროს თავის ცოდვებზე, ღმერთზე, სინანულზე, მაღალ მატერიებზე… იმდენად გულქვანი და გაბოროტებულნი გავხდით, რომ გვიჭირს სინანული, გვიჭირს განწმენდა და ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გახარება,“ — აღნიშნა მეუფე შიომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ადამიანის მდგომარეობისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყველასთვის არის — „კეთილისთვის თუ ბოროტისთვის, ძლიერისთვის თუ სუსტისთვის, მორწმუნისთვის თუ მცირედმორწმუნისთვის“ და ყოველთვის ევედრება თავის ძეს ადამიანთა შესაწევრად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g