LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა, სახმელეთო საზღვრების გახსნამ შედეგი მოგვცა – თურნავა

82
195052655-4086178884805073-1550338297631257696-n

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით და ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა, კერძოდ – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა.

ნათია თურნავას განმარტებით, აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, 15 ივნისს პირველი მატარებელი, ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით, დაიძვრება.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან, ტრადიციულად, ტურისტები ჩამოვლენ და საქართველოს, ჩვენს შავისზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს ესტუმრებიან. ასევე, თურქეთიდან საზღვარზე გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება. სტუმრები აქედანაც შემოდიან. ტურისტების რაოდენობა მომატებულია უკრაინიდან. მათ როგორც საჰაერო, ისე – შავი ზღვის გავლით გვესტუმრონ. როგორც ვიცით, აზერბაიჯანში სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, თავიანთი მოქალაქეების შემოშვებაზე, მიღების წესების გამარტივებაზე მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და შევძლებთ, საქართველოში, ტრადიციულად, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეზობლებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები