LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელი, რომელიც ხალხს 5 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს

53

სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა გამოკითხვაზე დაიბარეს.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ სასულიერო პირის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.

“არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ – ამბობდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი

5 ივლისს, როდესაც ქალაქის ცენტრში უკვე სცემდნენ ჟურნალისტებს, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა სწორედ ამ სიტყვებით მოუწოდა აგრესიულ ჯგუფებს ძალადობისკენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g