LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგონი ნასვამია” – 80 წლის გოლდი ჰოუნის ქცევამ 59 წლის ვაჟის მიმართ ხალხი აღაშფოთა

104
„მგონი ნასვამია” - 80 წლის გოლდი ჰოუნის ქცევამ 59 წლის ვაჟის მიმართ ხალხი აღაშფოთა

80 წლის გოლდი ჰოუნი ლოს-ანჯელესში, გალა საღამოზე 59 წლის ვაჟთან, ოლივერ ჰადსონთან ერთად გამოჩნდა. საღამო განსაკუთრებული იყო, ჰოუნს გადაეცა „სურვილის ძალის“ ჯილდო, რომელიც სცენაზე სწორედ მისმა უფროსმა შვილმა გადასცა.

42 წელი ერთად – 79 წლის გოლდი ჰოუნისა და 73 წლის კურტ რასელის საშობაო არდადეგები ასპენაში

ღონისძიებიდან გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელებში მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში დედა-შვილი წითელ ხალიჩაზე პოზირებენ ფოტოგრაფების წინ, თუმცა ერთ მომენტში ჰოუნი ჰადსონის პერანგს ოდნავ ქვემოთ უწევს, თითქოს იმისთვის, რომ მის გულმკერდზე ყურადღება გაამახვილოს. ჰადსონი თითქოს ხუმრობს, თუმცა სიტუაცია ოდნავ უხერხულად გამოიყურება. სწორედ ამაზე იყო კონცენტრირებული უმეტესობა კომენტარებში. დედა-შვილის დუეტი მკაცრად გააკრიტიკეს,  „უცნაური შეგრძნება იყო”, „რაც არ უნდა იყოს, საზღვრები არსებობს“, „ის აშკარად არაკომფორტულად გრძნობს თავს“,  „მგონი ნასვამია” – წერდნენ სოციალურ ქსელებში.

„უპირველეს ყოვლისა, კარგი სექსი უნდა გქონდეთ“ – 78 წლის გოლდი ჰოუნი კურტ რასელთან 42 წლიანი ურთიერთობის საიდუმლოს ამხელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები