LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობასთან დაკავშირებული მითები, რომლებისაც მგზავრებს დღემდე სჯერათ

63

რა დამოკიდებულება აქვთ მგზავრებს თვითმფრინავთან – ყველაზე საინტერესო ფაქტები თუ ლეგენდები. ბრიტანულმა ონლაინ სერვისმა Jet Cost-მა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა და ის მითები შეაგროვა, რისაც ადამიანებს დღემდე სჯერათ.

აღმოჩნდა, რომ ავიამგზავრთა 12%-ს დღემდე ეჭვიც კი არ ეპარება, რომ თვითმფრინავის ტუალეტში გაიჭედება, რაც სპეციალისტების აზრით სრულიად შეუძლებელია. ხოლო 39% დარწმუნებულია, რომ ნარჩენები ლაინერიდან პირდაპირ ჰაერში ცვივა, სინამდვილეში კი ყველაფერი სპეციალურ სათავსოში გროვდება და ფრენის დასრულების შემდეგ იცლება. გამოკითხულთა 74% შიშობს, რომ თვითმფრინავის კარის გაღება შუა ფრენის დროს უპრობლემოდაა შესაძლებელი, რაც ასევე მითია და კარის გაღება სუპერძალების გარეშე შეუძლებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები