LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გროვდება თვითმფრინავში ყველაზე მეტი მიკრობი – რჩევები მგზავრებს

157

თავის მისადები ადგილი და სავარძლის უკან მოთავსებული ჯიბე – სპეციალისტებმა თვითმფრინავის სალონის უსუფთაო საიდუმლოებები გაამხილეს. კომპანია MarketPlace-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, თუ რომელ ადგილებს უნდა მოერიდონ ავიამგზავრები და სად გროვდება ყველაზე მეტი მიკრობი.

ექსპერტიზის ჩასატარებლად 100-ზე მეტი ნაცხი აიღეს და მათ შორის უსაფრთხოების ღვედი, ტუალეტის კარების სახელური, მაგიდა და სხვა ადგილები შეისწავლეს. შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე საშიში და დაბინძურებული – სავარძლის უკანა მხარეს განთავსებული ჯიბე და თავის მისადები ადგილი აღმოჩნდა. მათზე გარდა ჩვეულებრივი ბაქტერიებისა, რამდენიმე საკმაოდ საშიში ჩხირიც კი აღმოაჩინეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები