LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიგრანტების შემოდინების ეფექტი უძრავ ქონებაზე: ქირის ფასები თბილისში 71.6%-ით გაიზარდა

219
q92jcfwsmk9k0sg

მიგრანტების შემოდინების ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე: ქირის ფასები თბილისში 71.6%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საუბარია გალტ & თაგარტის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში საქართველოს სულ 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ რუსებს, ბელარუსებსა და უკრაინელებს, ორგანიზაციაში ასეთ განცხადებას აკეთებენ: ,,ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების შემოდინების ეფექტი ყველაზე შესამჩნევი იყო უძრავი ქონების ბაზარზე – ქირის ფასები თბილისში, წინა წელთან შედარებით, 71.6%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 21.7%-ით გაიზარდა 2022 წლის აპრილში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g