ცნობილი ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, მწერლისა და მოქანდაკის, რეზო გაბრიაძის შესახებ, ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე ემოციურ ამბავს იხსენებს.
„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უძღვნის რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს, რომელიც 29 ივნისს იყო:
„ივნისის ბოლოს, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ზოგჯერ ხუთი. ყოველთვის ერთი და იმავე წერილით: „ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს“.
რეზო გაბრიაძე.
დღეს მისი დაბადების დღეა“, – წერს ზურა შევარდნაძე.
ივნისის ბოლოს, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს,…
Posted by Gardenia shevardnadze on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023
ზურა შევარდნაძე სტატუსთან ერთად „ერთი ვედრო ბლის“ ფოტოსაც აქვეყნებს.