ჯგუფ The Rolling Stones-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა გუშინ 82-ე დაბადების დღე თავის 38 წლის საცოლე, მელანი ჰემრიკთან და მათ რვა წლის ვაჟთან, დევეროსთან, ოქტავიან ბეზილთან ერთად აღნიშნა.
მელანიმ ზეიმის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გილოცავ დაბადების დღეს“- ლაკონურად დააწერა მან ფოტოებს.
ჯაგერი და ჰემრიკი ერთმანეთს 2014 წელს, იაპონიაში Rolling Stones-ის ტურნეს დროს შეხვდნენ. ორი წლის შემდეგ, ყოფილმა ბალერინამ მუსიკოსს ვაჟი გაუჩინა და გაზაფხულზე მან აღიარა, რომ ის და ჯაგერი რამდენიმე წელია დანიშნულები არიან. შეყვარებულებს ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ.
81 წლის მიკ ჯაგერი, მისი 44 წლით უმცროსი საცოლე და მათი უსაყვარლესი ვაჟი პარიზის ოლიმპიადაზე
Maroon 5-ის ჰიტზე, საყვარელი ქალისთვის ენერგიულად აცეკვებული 80 წლის მიკ ჯაგერი