LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილ როთი: „მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე – ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი“

180
მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებით, „ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას“. ამის შესახებ მიხაილ როთიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილი: „ხუმრობით თუ გეტყვით, ის ჩვენი საჩუქარია, რადგან რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და იდეოლოგია. ვამბობდით, რომ ლგბტ დროშა და როთი ოპოზიციას არჩევნებს წააგებინებდა“

„მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!“, – აცხადებს გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი.

თინა ბოკუჩავა: „როგორც სტუმრებმა დაგვიდასტურეს, ევროპულ „ლიდერშიფში“ განიხილება შესაძლებლობა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე“

აღნიშნულის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გეხმარებით, მხარს გიჭერთ. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას.

ანა დოლიძე – „8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“

არ ველოდი ამ მოვლენებს, მაგრამ თუ საზოგადოება გადაწყვეტს (და ეს ლეგიტიმურია), ჩვენ რუსულ ცხოვრებას ვანიჭებთ უპირატესობასო, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიტი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი,“ – განაცხადა როთიმ.

ირაკლი ზარქუა – „ჟიგიმანტასები და როთები თქვენს სახელმწიფოებში მიბრძანდით! თქვენს ქვეყანას მიხედეთ! არ დამარეკინოთ ტრამპთან!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g