LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხარია, რომ ჩემი და დათო ნოზაძის დუეტი შედგა” – ნეკა სებისკვერაძე პრემიერით „არტ-FM“-ში

26
ნეკა-სებისკვერაძე

რადიო ფორტუნას გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა ნეკა სებისკვერაძემ 6 ნოემბერს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „მგზავრი ვარ“ წარუდგინა მსმენელს.

მიხარია, რომ ჩემი და დათო ნოზაძის დუეტი შედგა. ახალი სიმღერა ნინო ჩხიკვაძემ დაწერა მაკა ბლიაძის ლექსზე, ჩაწერაში კი, არაჩვეულებრივი მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და გიგი ცინცაძე დაგვეხმარნენ. ვიდეო, რომლის ნახვა უკვე შეიძლება YouTube-არხზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროექტის „მუსიკის ჰანგებით ქობულეთის გაცნობის შესახებ“ ფარგლებში გაკეთდა.

ბედნიერი ვარ, რომ წელს უამრავი კონცერტი მოვაწყვეთ რეგიონებში. ოქტომბრის ბოლოს საჩხერესა და სენაკში გავმართე საღამოები ნოდარიკო ხუციშვილთან და ჯგუფ „ირიაოსთან“ ერთად, 6 ნოემბერს კი, თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში, მერიისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მოეწყობა არაჩვეულებრივი მომღერლის ლილი გეგელიას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო, რომელზეც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეასრულებენ სიმღერებს მისი რეპერტუარიდან.

 

ნეკა სებისკვერაძე – მგზავრი ვარ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები