LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

168
cagareli

იმოქმედეთ მაქსიმალურად რაციონალურად და პრაგმატულად, განთავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან, ადამიანებისგან და ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებითვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ბინაში ინტერიერის შესაცვლელად და ბევრად კომფორტული გარემოს შესაქმნელად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და თვითნაკეთი ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. სასიკეთო დღეა ექიმთან ვიზიტისა და კონსულტაციის მისაღებად, კბილების სამკურნალოდ, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და დიეტის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის, ცხარე კერძების მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე და ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები მომავალი წარმატების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ვერძს, ტყუპებს და მერწყულს, შედარებით დაძაბული იქნება დღე ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები