LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (26 იანვარი – 1 თებერვალი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

6273
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა დადებით ენერგოველში იმყოფება და ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ვიმოქმედოთ და იდეების რეალიზაცია მოვახერხოთ. მითუმეტეს, რეფორმებისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ხუთი პლანეტა მერწყულის ზოდიაქოში მდებარეობს. შესაბამისად, ახალი იდეები, პროექტები და ურთიერთობები უდავოდ წინა პლანზე გადმოდის. ეს არის სიახლეებისა და რეფორმების დრო.

ვერძი – პოზიტიური კვირა გაქვთ. გეძლევათ შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი მოქმედებების ტაქტიკა იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება სიტუაცია თქვენს ირგვლივ. მეტ დიპლომატიას გამოიჩენთ როგორც მოვლენების, ისე ადამიანების მიმართ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის და ახალი ტექნოლოგიების ათვისებისთვის. ხელსაყრელია მეგობრული კონტაქტებისა და ურთიერთობების განვითარება. თუ დიდი ხანია გაქვთ იდეა ან პროექტი, რომლის განხორციელებაც გსურთ, ეს კვირა ამისთვის განსაკუთრებით კარგია.

კურო – ნელ-ნელა თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, თუმცა ეს კვირა ჯერ კიდევ გაძლევთ საშუალებას შედარებით სტაბილურად იყოთ. მომდევნო კვირა გაცილებით რთული იქნება, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ახლა მოაგვაროთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც გარკვეულწილად თქვენი მფარველები გახდებიან ან დროულ და მნიშვნელოვან რჩევებს მოგცემენ. შესაძლოა ალტერნატიული გზებიც იპოვოთ პრობლემების გადასაჭრელად. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც თქვენს ირგვლივ ვითარდება, რაც მოქმედების ტაქტიკის გადახედვას გამოიწვევს. ძველი კავშირები, რომლებიც ხელს უშლის თქვენს განვითარებას და წინსვლას, შესაძლოა გაწყვიტოთ. ხელმძღვანელებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ ზრდას.

ტყუპები – პერიოდი კარგია. თქვენი ენერგოტონუსი მზარდია, იმუნიტეტი მაღალია და ფსიქოემოციური სტაბილურობაც მკვეთრად იგრძნობა. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. შესაძლოა ახალი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ და გააზრებული რისკიც კი სასიკეთო აღმოჩნდეს. განიხილავთ ახალ ვარიანტებს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია ხელმძღვანელობის ცვლილება სამსახურში, რაც ახალ კავშირებსა და წესებს მოიტანს და ეს ცვლილებები თქვენთვის დადებითი იქნება. პერიოდი ხელსაყრელია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხო ენების ათვისებისა და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის.

კირჩხიბი – სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს. თქვენი თვითრწმენა საკმარისად მაღალია და შესაძლებლობებიც ხელსაყრელია, თუმცა ენერგოტონუსი ნელ-ნელა იკლებს. მართალია, მომდევნო კვირა ამ მხრივ უფრო რთული იქნება, მაგრამ ამ კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გადაღლის თავიდან აცილებას. მეტი დრო დაუთმეთ ორგანიზმის, იმუნიტეტისა და დახარჯული ენერგიის აღდგენას. ეს ის პერიოდია, როცა თქვენი მსოფლმხედველობაც იცვლება. თუ ჩათვლით, რომ გარკვეული გეგმები აღარ შეესაბამება სიტუაციას ან არ არის მომგებიანი, თავისუფლად შეგიძლიათ მათზე უარი თქვათ. დაიცავით საიდუმლო და დაეყრდენით ინტუიციას – ეს დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

ლომი – საკმაოდ კარგი და ჰარმონიული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი ყოველდღიურად უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. მატულობს ოპტიმიზმი, ხოლო თქვენი აქტიური ძალისხმევა ხელს შეუწყობს როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე მორალურ კმაყოფილებასა და დაფასების შეგრძნებას. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები ან საქმიანობა, რომელიც ენერგიას წაიღებს, თუმცა შედეგი დადებითი იქნება. ეს პერიოდი ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის, როგორც პირადი, ისე საქმიანი მიმართულებით. ხელსაყრელია ქორწინებისთვისაც.

ქალწული – მოვლენების მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოავლენთ. მეტად იგრძნობთ პარტნიორების მხარდაჭერას და მათ დახმარებას. შესაძლებელია ახალი იდეებისა და ინტერესების გაჩენა თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მგზავრობის ან მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდეს. საერთო ჯამში, ეს არის საინტერესო მოვლენებით სავსე პერიოდი, რომელიც თქვენს წინსვლასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. ურთიერთობები, იქნება ეს საქმიანი თუ პირადი, უფრო დალაგებული და ჰარმონიული გახდება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ურთიერთობების მოწესრიგებისთვის

სასწორი – საკმაოდ კარგი კვირაა. ენერგოტონუსი მატულობს, იმუნიტეტი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ფსიქოემოციური სტაბილურობა უფრო მკაფიოდ იჩენს თავს. შესაძლებელია ახალი ვალდებულებებისა და ახალი საქმეების წინაშე აღმოჩნდეთ, რაც მორალურ კმაყოფილებასაც მოგიტანთ. მოსალოდნელია მოულოდნელი ფინანსური შემოსავლები, ახალი წინადადებების მიღება და ახალ პროექტებში ჩართვა. ამ პერიოდში შეძლებთ გარკვეული ფინანსური პრობლემების გადაჭრას. კონკურსებში ან ლატარიაში მონაწილეობა ფრიად სასიკეთო იქნება. ეს არის დრო, როდესაც უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, იზრდება ურთიერთგაგება და ხელსაყრელია რომანტიკული, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობების დაწყება ან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. ამავე პერიოდში შეგიძლიათ ლიდერული თვისებების გამოვლენა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

მორიელი – იგრძნობთ მხარდაჭერას ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან. ეცადეთ, ამ კვირაში მოასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან შემდეგი კვირა გაცილებით რთული იქნება, ვინაიდან ენერგოტონუსი იკლებს. ეს პერიოდი ხელსაყრელია აქტიური კონტაქტებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად. თუ საყოფაცხოვრებო პრობლემები არსებობდა, მათ მარტივად მოაგვარებთ. რაც უფრო მეტად გააუმჯობესებთ ურთიერთობებს ახლობლებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პერიოდი.

მშვილდოსანი – გეძლევათ მეტი შესაძლებლობა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მატერიალური საფუძვლის გასამყარებლად. ხელსაყრელია მრავალფეროვანი კონტაქტები, მოლაპარაკებები და ურთიერთგაგება. მგზავრობის, მოგზაურობისა და სწავლის კუთხით ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდია. იმუნიტეტი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი მატულობს, ფსიქოემოციური მდგომარეობა სტაბილურია, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას, განვითარებას, საინტერესო იდეების რეალიზაციასა და პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

თხის რქა – პოზიტიური პერიოდი ჯერ კიდევ გრძელდება. შემდეგი კვირა უფრო რთული იქნება, თუმცა ეს კვირა დინამიურია. კარგია კონტაქტები, შეხვედრები, მგზავრობა, მოგზაურობა და სწავლა. პირადი ცხოვრება სტაბილური და ჰარმონიულია.

ადრეული საქმეებიდან შესაძლებელია მატერიალური დივიდენდების მიღება. ფინანსურად მომგებიანი და ნაყოფიერი პერიოდია.

მერწყული – ახლა თქვენი დროა. ხუთი პლანეტა თქვენს ნიშანშია, რაც იშვიათად ხდება, ამიტომ მაქსიმალურად იაქტიურეთ. ყოველდღიურად მატულობს ენერგია, განწყობა და იღბალი. მაღალია ალბათობა ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისა ან არსებული ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებისა. ეს არის პერიოდი, როდესაც ყველაფერი გამოგდით, ამიტომ აუცილებელია აქტიურობა – მეტი კონტაქტი, პროექტი, რეფორმატორული იდეა და პარტნიორული თანამშრომლობა. რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით უფრო წარმატებული იქნებით.

თევზები – ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან შემდეგი კვირიდან წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება. ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი ძალების გამოვლენა ახალ სფეროებში და ცოდნის გაფართოება. ამავე დროს აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან -ფარული მტრები და ჭორები აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. ამ კვირაში იაქტიურეთ, ხოლო შემდეგი კვირიდან უფრო მშვიდ რიტმზე გადასვლა მოგიწევთ.

გეომაგნიტური დღეები – 26, 27, 29 და 30 იანვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები