LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (27იანვარი – 2 თებერვლის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1483
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა პოზიტიურ ენერგიულ ველშია გადასული, რის შედეგადაც უმჯობესდება ადამიანის ჯანმრთელობა, იმუნიტეტი, მატულობს ადამიანებს შორის ურთიერთგაგება. კარგია მოლაპარაკებების წარმოება.

ამ პერიოდში ყველა ნიშანს აქვს გარკვეული პოზიტიური შანსები, შესაძლებლობები.

ყველა ზოდიაქოს ნიშანს ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება 29 იანვრის მიმართ. გვაქვს ახალმთვარეობა, გვაქვს მზის და მთვარის შეხვედრა მერწყულის ზოდიაქოში. ამ პერიოდიდან მოიმატებენ სირთულეები, ემოციური დაპირისპირება, ტრავმები, ჯანმრთელობის გაუარესება. ეცადეთ, ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ აღნიშნული თარიღი.

ვერძი – ამ პერიოდში ვერძი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, რადგან უმჯობესდება მისი იმუნიტეტი, არის ფსიქოლოგიურად უფრო სტაბილური, არის უფრო დინამიკური. მოიმატებს მისი საქმიანობის ნაყოფიერება. შეიძლება წარმოიქმნას ახალი იდეები. ზოგიერთმა ვერძმა, შესაძლოა, პირადი ურთიერთობების კუთხით, შინაგანი სიმარტოვე იგრძნოს. ეს პერიოდი კარგია რეფორმებისთვის, ახალი იმიჯისთვის, ახალი მეგობრებისთვის, ნაცნობებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის.

კურო – ტონუსი ცოტა ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ეცადეთ, არ გაცივდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ზედმეტად ნუ გადაიღლებით. არის გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები სამსახურის კუთხით, რაც თქვენ პროფესიულ განვითარებას და წარმატებას ხელს შეუწყობს. მატულობს თვითრწმენა, ასევე ურთიერთგაგება თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფებს შორის.

ტყუპები – თქვენთვის საკმაოდ კარგი კვირაა. 29 იანვარს არ აწარმოოთ ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, არ დაიწყოთ ახალი საქმე, ამისთვის სხვა დღეები გამოიყენეთ. აღნიშნული კვირა ხელს უწყობს ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მათ განხორციელებას, მგზავრობა-მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტს, უცხოეთში სწავლას. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი.

კირჩხიბი – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. 29 იანვარს მომატებული გექნებათ ემოციური ფონი, ამიტომ ახალი არაფერი დაგეგმოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს. დანარჩენი დღეები საკმაოდ კარგია, ისინი ხელს შეუწყობენ თქვენს ემოციურ განახლებას, ილუზიებისგან გათავისუფლებას, ახალი, სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ლომი – 29 იანვარს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ემოციებს, არ შეხვიდეთ კონფლიქტებში. ამ კვირაში შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, შეიტანოთ სიახლეები თქვენს გეგმებში. უმჯობესდება ურთიერთობები ახლობლებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან. საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის, საქმიანი კონტაქტებისთვის.

ქალწული – თქვენთან ცოტათი მცირდება ენერგო რესურსი, ამიტომ იგრძნობთ დაღლილობას. ახალი არაფერი დაიწყოთ 29 იანვარს და მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტ-ნაკლებად წარმატებული და სტაბილურია დანარჩენი დღეები. შესაძლებელია, გამოჩნდეს ახალი სამსახურის, საქმის პერსპექტივა. საკმაოდ მაღალია თვითრწმენა. გარკვეული სასიკეთო ცვლილებების ტენდენციები შეინიშნება.

სასწორი – თქვენც გაითვალისწინეთ 29 იანვარი, ფრთხილად გაიარეთ ეს დღე, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კვირის დანარჩენი დღეები კარგია, უმჯობესდება თქვენი ენერგო ტონუსი, ჯანმრთელობა. ამ პერიოდში მეტად მოაწესრიგებთ თქვენს ცხოვრებას, უფრო მეტად კომფორტულად იგრძნობთ თავს, მოიმატებს თვითრწმენა. შეიძლება, აღმოჩნდეთ საინტერესო მგზავრობის წინაშე, ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წინაშე, დაიწყოთ ახალი, საინტერესო პროექტები. წარმატებული იქნება კონკურსებში და ლატარიებში მონაწილეობა.

მორიელი – ნელ-ნელა მცირდება თქვენი ტონუსი, მაგრამ იმატებს შინაგანი თავისუფლება და ინტუიცია. შეიძლება, საინტერესო პროექტების წინაშე აღმოჩნდეთ. ეს პერიოდი ხელს უწყობს საოჯახო, სანათესავო ურთიერთობებს.

მშვილდოსანი –  29 იანვრის გამოკლებით, პერიოდი კარგია. მეტად ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური გახდებით. გექნებათ არაერთი საინტერესო გეგმა. არაერთ პრობლემას გადაწყვეტთ. მრავალფეროვანი პერიოდია. კვირა კარგია შეხვედრებისთვის, კონტაქტებისთვის. მეტად სასიკეთო იქნება მგზავრობა-მოგზაურობა.

თხის რქა – ამ პერიოდში მცირდება თქვენი ენერგო ტონუსი, მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მთლიანობაში ცუდი კვირა არ არის. უბრალოდ, ფრთხილად გაიარეთ 29 იანვარი. ეს კვირა ხელს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეიძლება, აღმოჩნდეთ ბონუსების, ახალი საინტერესო პროექტების წინაშე, დადოთ ხელშეკრულებები.

მერწყული –  ახლა თქვენი დროა. თქვენი ტონუსი ყველაზე მაღლაა ამ პერიოდში, შესაბამისად, იქნებით მეტად აქტიურები, ენერგიულები. ეს პერიოდი ხელს უწყობს ლიდერული თვისებების წარმოჩენას. მეტად ნაყოფიერი იქნება ახალი პროექტები, საქმეები, ურთიერთობები. რაც მეტი სიახლე იქნება თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო წარმატებული იქნებით.

თევზები – იყავით ცოტა ყურადღებით, შეამცირეთ თქვენი ენერგო აქტიურობა, რადგან ნელ-ნელა ეცემა თქვენი იმუნიტეტი. განსაკუთრებით ფრთხილად გაიარეთ 29 იანვარი. მოერიდეთ დეპრესიას, აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. მეტ თავისუფლებას იგრძნობთ შემოქმედებითი, საქმიანი კუთხით. რაც მეტად დაეყრდნობით ინტუიციას, მით უკეთესი. წინასწარ არ გათქვათ თქვენი გეგმები და სურვილები. მეტად გააქტიურდებიან თქვენი მოშურნეები.

კვირის გეომაგნიტური დღეებია: 28 – 29 იანვარი და 2 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები