დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა და პირველი ნოემბრის ახალმთვარეობა ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მომატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების, აგრესიის და დეპრესიის, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.
ვერძი – საკმაოდ პრობლემური კვირაა. უსიამოვნებები გექნებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავება, რათა უფრო მეტად არ დაამძიმოთ სიტუაცია. საერთო ფინანსების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად შეამოწმეთ პარტნიორის ხარჯი და შემოსავალი. მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.
კურო – გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება და სხვათა ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, არ ღირს ფულის ფლანგვა და ზედმეტი ხარჯის გაწევა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისა და ძველი პრობლემების ახლებურად გადასაჭრელად.
ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობაც, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, მით უფრო, რომ ერთდროულად მოგიწევთ რამდენიმე საქმის შესრულება. მართალია, ამგვარი დატვირთვისთვის არც ფიზიკურად იქნებით მზად, არც ფსიქოლოგიურად, მაგრამ პასუხისმგებლობას მაინც ვერსად გაექცევით. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან მაღალია, გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა.
კირჩხიბი – აქტიური და მეტად შედეგიანი კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, ენთუზიაზმიც მოიმატებს და შრომის უნარიც. მოუსმინეთ ინტუიციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილებისა და სწორად მოქმედებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, არაა გამორიცხული გაიცნოთ ადამიანები, ვინც თქვენს მომავალს განსაზღვრავს. სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ ახალმთვარეობის პერიოდში, რათა გაღიზიანების ფონზე ურთიერთობა არ დაგეძაბოთ სასიყვარულო პარტნიორთან.
ლომი – კონფლიქტების კვირაა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, არ ღირს მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტა და ქონებაზე დავა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. თავი შეიკავეთ დამატებითი ვალდებულებების აღებისგან, რადგან დაღლილობა არ მოგცემთ ყველაფრის სრულფასოვნად შესრულების საშუალებას.
ქალწული – იდეების რეალიზაციის კვირაა, თუმცა არ ღირს საოცრების ლოდინი, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდება. გამოიჩინეთ მეტი ენთუზიაზმი, შეუპოვრობა და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გადააფასოთ დამოკიდებულება კოლეგებთან, მეგობრებთან და შეცვალოთ მათთან ურთიერთობის ფორმა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია „ფეიკების“ და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.
სასწორი – მეტად პრობლემური კვირაა, რადგან ვერ მიიღებთ დაპირებულ მხარდაჭერას მეგობრებისა და კოლეგებისგან. მართალია, მოგიწევთ ყველა საქმის დამოუკიდებლად შესრულება, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, რადგან ადრე თუ გვიან თქვენი შრომა მაინც დაფასდება. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და საეჭვო წამოწყებებში ფულის დაბანდებისგან. ეცადეთ კვირის მეორე ნახევარში გამონახოთ დრო დასვენებისთვის, რათა ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადატვირთვა ჯანმრთელობაზე არ აისახოს ნეგატიურად.
მორიელი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, შეუპოვრობა და შრომის უნარი. კარგი პერიოდია საკუთარი ღირსებების დემონსტრირებისა და ავტორიტეტის გაძლიერებისთვის, თუმცა არ ღირს ზედმეტი ქედმაღლობა და საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა. მოერიდეთ გარშემომყოფთა კრიტიკას და მოთხოვნების წაყენებას, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
მშვილდოსანი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა წლის მანძილზე. დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული გაცივდეთ ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მართალია, დაღლილობის გამო ძალიან გაგიჭირდებათ კონცენტრირება და საკუთარი ვალდებულებების შესრულება, მაგრამ მაინც მოგიწევთ ყველა საქმის ბოლომდე მიყვანა. ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო, რათა შეძლოთ ყველაფრის მოსწრება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.
თხის რქა – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, რადგან გექნებათ მარტო დარჩენის, წარსულის გადაფასების და სხვებისგან საკუთარი ემოციების დამალვის სურვილი, რაც გარკვეულწილად კარგია, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტად საკუთარ თავში ჩაკეტვა. კარგი პერიოდია ინფორმაციის მოძიებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობების შეძენისგან, რათა იმ ადამიანებთან არ გააბათ ურთიერთობა, ვინც მომავალში მხოლოდ გაზარალებთ.
მერწყული – მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსისა და არასტაბილური ჯანმრთელობის ფონზე ნაკლებად გექნებათ მუშაობის ხალისი, მაგრამ მაინც მოგიწევთ საქმეების დასრულება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლა და წარმატება. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის გამოვლენას და ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენას. ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად, ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის.
გეომაგნიტური დღეები – 29 და 31 ოქტომბერი, 2 და 3 ნოემბერი.
აუდიოჩანაწერი