მიხეილ ცაგარელი „იმედის დილას“ სტუმრობდა და ასტროლოგიური კუთხით დღევანდელი დღის მნიშვნელოპბაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ამ დღეს ბევრი პოზიტივია საჭირო. ცნობილი ასტროლოგი იმ ახალ ეპოქაზეც საუბრობს, რომელიც დღეიდან იწყება და 2160 წელს გასტანს.
მიხეილ ცაგარელი:
„დღეს იმდენი რაღაცის ცვენა იქნება, რომ… ახლა მოგახსენებთ. დადებითი განწყობა უნდა შეინარჩუნოთ, პოზიტივი, ოპტიმიზმი, რომელიც ყველას სჭირდება. დღეს. საკრალური დღეა. იწყება მერწყულების ეპოქა, რომელიც 2160 წელს გასტანს. იუპიტერი და სატურნი, ორი ყველაზე დიდი პლანეტა, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსში ხვდება ერთმანეთს ზუსტად 21:12 საათზე, რაც ნიშნავს ახალი ერის დაწყებას. მერწყულისთვის დამახასიათებელი დემოკრატიული პრინციპები, უანგარო მეგობრობის უნარი, თავისუფლების მოყვარეობა… იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებების, გარდაქმნების პერიოდი.
21:12 საათზე აანთეთ სანთელი. მეთორმეტე თვეა, თან, რიცხვებს დაუკვირდით. სულ მეორდება ციფრები. ჩაუთქვით, რაც ყველაზე მეტად გსურთ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.
25 დეკემბერს ასევე საკრალული დღეა. ამ დროს იწყება ახალი წელი, შემოდის ნათელი. ჩვენი წინაპრები ამ დღეს ხვდებოდნენ ახალ წელს. ბუნება გვიჩვენებს თვითონ, როდის კვდება მზე და როდის იწყებს ის ახალ ციკლს.
დღეს ხდება დედამიწის გადატვირთვა. მეტი სასიკეთო ელემენტი უნდა შემოვიდეს. ბოღმიან და შურიან ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ბევრ მათგანს წაიყვანენ ამ ქვეყნიდან. ვინც ივლის სიყვარულის, კეთილგანწყობისა და კეთილშობილების გზით, მათია შემდეგი წლები. შური, ბრაზი, წყენა მოგიტანთ დაავადებებსა და სხვა სახის უსიამოვნებებს. დღეიდან ხდება ნათელი ენერგიის შემოსვლა, შევდივართ ნათელი ენერგიების პერიოდში, ამიტომ ადამიანებს შორის მოიმატებს სიკეთე, არა დღეს და ხვალ, რადგან ბნელი ძალები გაუძალიანდებიან, მაგრამ 2025 წლიდან წამოვა სიკეთის ენერგია“.
როგორც ასტროლოგი აღნიშნავს, შემდეგ რამდენიმე დღეს უცნაურობები ჩვეულებრივი ამბავი იქნება, მათ შორის ხილვები, უცნაური სიზმრები, ან შინაგანი მდგომარეობა, რისიც არ უნდა შეგვეშინდეს.
„დღეს გამოჩნდება შობის ვარსკვლავი. ზუსტად ამაზეა საუბარი, იუპიტერისა და სატურნის შეერთება ზუსტად ის ბეთლემის ვარსკვლავია, რომელიც ასტორლოგმა მოგვებმა დაინახეს… ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე…“