LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ დაუშვილი: „ივანიშვილის გამოსვლა იყო უგერგილო მცდელობა, საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით – რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს რატომ ელოდებიან?“

171
ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ დაუშვილი

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო. იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა – რომელი „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ, რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ ამორალურია, კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებდე.

ირაკლი ღარიბაშვილი – ომის და ქაოსის პარტია ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ასეთ ბოროტებას არათუ დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ!

„ერთდროულად ეს ყველაფერი იყო არასერიოზული და თან სამწუხარო. მახსენდება 12 წლის წინ რამხელა მოლოდინი, იმედები, ნდობა და როგორი ემოცია არსებობდა ხალხში. რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი დაცლილი იყო ყველანაირი ნდობისგან, რწმენისგან და იმისგან, რომ გჯეროდეს შენი ხელისუფლების და ადამიანის, რომელსაც ერთ დროს ძალიან ენდობოდი, რომ ის შენი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებდა.

სამწუხაროდ, გუშინ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ძალიან არასერიოზული იყო, იქ თავდაჯერებულობის და ნდობის ნატამალი არ არსებობდა. ეს იყო უგერგილო მცდელობა იმისი, რომ საკუთარი მოქალაქეები შეაშინო ომით.

ამაზე უფრო ამორალური რა არის, რომ შენი კეთილდღეობის და ხალხისგან მოპარული ფულის შესანარჩუნებლად აკეთებდე ყველაფერს. ამორალურია, დააშინო შენი მოქალაქეები ომით, რომ „მე თუ არ ვიქნები, ომი გექნებათ”, – აღნიშნა დაუშვილმა.

„უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს მიმართ ინტერესები ფუნდამენტურად შეიცვლება“ – ბიძინა ივანიშვილი

დაუშვილმა ივანიშვილის მადლობაზეც ისაუბრა, რომელიც მან ჩინეთს გადაუხადა და აღნიშნა, რომ მადლობის შინაარსი მისთვის გაუგებარია.

„რაც შეეხება ჩინეთისთვის მადლობას. რისთვის გადაუხადა ეს მადლობა ან რას ელოდება მათგან და რა იყო მადლობის შინაარსი, მე ვერ გავიგე. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მადლობები რისთვის იყო და რა სარგებელს მოუტანს „ქართულ ოცნებას”, ვერ გავიგე”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება, ივანიშვილის განცხადებას „ნაციონალურ მოძრაობაზე”, დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება” ტყუილზეა აწყობილი, რადგან თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი, არჩევნებს არ უნდა დაელოდონ.

ბიძინა ივანიშვილი – საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ

„ტყუილზე არიან აწყობილი. თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი და თუ ვინმეზე სამართალია აღსასრულებელი, არჩევნებს რატომ ელოდებიან? ამდენი წელია ხელისუფლებაში არიან და რა არჩევნებს ელოდებიან?

მაგაშიც გამოიხატება როგორი მატყუარები არიან, რომ გვეუბნებიან ჩვენ არჩევნებზე მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ და მერე „ნაცმოძრაობას” მივხედავთო. შე კაი დედმამიშვილო, თუ ვინმე პასუხისგებაშია მისაცემი დანაშაულის ჩადენის გამო, რა არჩევნები? დღესაც ხელისუფლებაში ხარ.

რომელი „ნაცმოძრაობა” უნდა გაასამართლონ, კეზერაშვილთან ერთად პარტნიორობენ რომ პენსიონერების ფული ერთად მოიპარონ – ხელს აფარებენ. საგამოძიებო კომისია არ შეგაქმნევინებს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ერთად არიან მაგ საქმეში”. – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები