LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს დაასაჩუქრებს

83

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, კონსერვატორიის, “ნიჭიერთა ათწლედისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს შეხვდება და საჩუქრად თბილისის მე-18 ჯაზ-ფესტივალის ბილეთებს გადასცემს.

თბილისის ჯაზ-ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო დონის ვარსკვლავებს მასპინძლობს, საგანმანათლებლო კომპონენტსაც მოიცავს და ნიჭიერ სტუდენტებს კონცერტებსა და მასტერკლასებზე დასწრების საშუალებას აძლევს.

მათივე ინფორმაციით, 23 – 29 ოქტომბერს, თბილისის რიგით მე-18 ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტებს გამართავენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: კანადელი მომღერალი და პიანისტი დაიანა კროლი; ჯაზის სუპერვარსკვლავი, ბასისტი და ვოკალისტი ესპერანცა სპალდინგი; მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დრამერი ჯეფ ბალარდი და მისი ტრიო; ვირტუოზი არფისტი ედმარდ კასტანელა და ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი. ჯაზ-ფესტივალს კონცერტით დაასრულებს ვარსკვლავური შემადგენლობის ლეგენდარული ჯგუფი “Fourplay”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g