LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელი საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს შეხვდა

164
1234

საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, მათ შორის, საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰდას, მსხვილ არაბულ კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო მიზიდულობა და უცხოელი ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასაც. სააგენტოს დირექტორის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ მზად არის მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო კომუნიკაცია არაბულ კომპანიებთან საქართველოში მათი მხრიდან ინვესტიციების მოზიდვისა და არსებულის გაზრდის მიზნით.

 

 

magti 5g