„მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს: მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ. ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს და მათ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
⭕4 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაიცავს ღვთისმშობელი მარიამი და წმინდა გიორგი, – ამის შესახებ „ერთიანი…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025
ირაკლი კირცხალია: „ნურავინ იფიქრებს, რომ რაიმე სახის ესკალაციას შეეცადოს რუსთაველის გამზირზე, ან რომელიმე საარჩევნო უბანთან, იმიტომ რომ თითოეული მათგანი, რომელიც დაარღვევს კანონს, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“
„ახლოვდება 4 ოქტომბერი ყველაფერი გაკეთდება იმისთვის ჩვენი მხრიდან და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიაროს 64-ვე მუნიციპალიტეტში“
„მინდა მივმართო ჩემს მრავალრიცხოვან მომხრეებს: მეგობრებო, ყველა ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როცა საჭიროა მოქმედება იქ და დაუყოვნებლივ. ჩვენი ქვეყნის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა 9 აპრილის პროტესტანტებს რომ დაეჯერებინათ მოწოდებებისთვის და დაეტოვებინათ მოედანი.
23 ნოემბერს ბევრი მირჩევდა, არ შევსულიყავი პარლამენტში, მე კი შევასწარი ზუსტად იმ წამს, როცა შევარდნაძე აპირებდა ლეგიტიმურად გამოეცხადებინა პარლამენტი და შევაწყვეტინე სიტყვა. ის, ვინც ბრძოლის გადადებისკენ და გახანგრძლივებისკენ მოგვიწოდებს, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ბოლო თავისუფალი ტელეარხებიც დაიხურება. მათ 4-მდე ინახავენ „არჩევნების“ პროპაგანდირებისთვის.
თავისუფალი უნივერსიტეტები განადგურდება, რადგან არ ჯდება საყოველთაო ტვინ-გამორეცხვის ფაბულაში, ბევრად მეტ ადამიანს დაიჭერენ და დანარჩენებს გააგდებენ. თუ ეს ყველაფერი მოხდა, საყოველთაო უიმედობა დაისადგურებს და დასავლეთი საბოლოოდ ჩაიქნევს ჩვენზე ხელს. ამიტომ 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. ამიტომ, გთხოვთ მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე! თავისუფლება ან ახლა ან არასდროს!“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კახა კალაძე 4 ოქტომბერზე: „არაფერი იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი!“
„ყველა მიიღებს მისაღებს“
															