„ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება სურს. სააკაშვილი პარტიის წევრებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ მაქინაციებს.
„მას [ხელისუფლებას] ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე.
მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის ლიდერშიპს და მოვუწოდებ ყველა წევრს – არ აჰყვნენ ამ „ქოცურ“ მაქინაციებს.
ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის – კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, – წერია მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.
ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის…
Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2025