LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „როცა გაყალბებული არჩევნების შედეგებს გამოაცხადებენ, უნდა მოვემზადოთ ქუჩაში დგომისთვის დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, მშვიდობიანად“

174
მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის“, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მორიგ პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც მიხელი სააკაშვილმა აღნიშნა, „ამ არჩევნებზე არც ერთი სხვა შედეგი არ მიიღება, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა“.

„მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ყველა ერთად, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, ქართველი ერის არჩევნები მიიღონ.

ბოლოს და ბოლოს, მათ ვინ ჰყავთ? მათ ჰყავთ 2500-3000 „რობოკოპი“, რამდენიმე ასეული ბანდიტი, შეიძლება 1-2 ათასიც და მათ აქვთ ეს სითავხედე. ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის ვერ დადგება რამდენიმე ათასი „რობოკოპი“, ჩვენ მილიონები ვართ და მზად უნდა ვიყოთ საკუთარი თავის დაცვისთვის და იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ.

გამარჯვება მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება. არც ერთი სხვა შედეგი არ მიიღება ამ არჩევნებზე, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. თქვენ ემზადებით გაყალბებისთვის, ძალადობისთვის, ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს, ჩვენ ბოლომდე მშვიდობიანად ვიდგებით და არჩევნებს არ მოგაგნებინებთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g