LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი: „უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში… ახლა ყოველი საათი ძვირფასია! ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!“

148
მიხეილ სააკაშვილი

„ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ახლა ყოველი საათი ძვირფასია“.

„ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება ყველას სათითაოდ არ მიადგება?

არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.

ახლა ყოველი საათი ძვირფასია!

ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!

p.s დიდი მადლობა თიკა ბოკუჩავას გუშინდელ აქციაზე ჩემი ხსენებისთვის და განსაკუთრებული მადლობა იქ შეკრებილ ხალხს მხარდაჭერისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ! უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც…

Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024

ნინო წილოსანი: „გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო – უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g