LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს თავად შეუთვალა, რომ ზიარება სურდა და ამაზე ლოცვა-კურთხევა პატრიარქმა გასცა: მეუფე ნიკოლოზი

369
BeFunky-collage (2)

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საპატრიარქოს თავად შეუთვალა, რომ ზიარება სურდა და ამაზე ლოცვა-კურთხევა პატრიარქმა გასცა.

ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„პატრიარქის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. მან შემოგვითვალა თავად, რომ  ზიარების მიღება სურდა. როგორც კი ეს პატრიარქს ვუთხარი, არავითარი დაყოვნება არ ჰქონია და თქვა, რომ რადგან მას ზიარება უნდა, აუცილებლად უნდა ეზიაროს,“ – განაცხადა დაწესებულებასთან მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე ინფორმაციით, ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, რის შემდეგაც, პროცედურულად ემზადებოდნენ და ეს იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომ მან (მიხეილ სააკაშვილმა) სრულებით მიიღო წმინდა ზიარება.

რაც შეეხება სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორიც სააკაშვილია, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.

დასმულ კითხვაზე კი – აგრძელებს თუ არა სააკაშვილი შიმშილობას, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, რომ სააკაშვილთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

„კლინიკაში გადაყვანას რაც შეეხება, ეს ადამიანურია, ჰუმანურია და ვფიქრობ, საჭიროა. ასეთი ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია და მეორე მხრივ ადამიანია, რომელიც ასეთი მძიმე ფიზიკური სტრესის ქვეშაა, 40 დღეა მშრალად მარხულობს, ვფიქრობ, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.

რაც შეეხება მის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავისი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს, მაგრამ სასამართლო და განსჯა ადეკვატური უნდა იყოს,“– განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და დღეს ეზიარა – ასეთი იყო დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული: მეუფე ნიკოლოზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები