LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი – მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი

121
Capture

„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე , – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების „ძირეულ ფილოსოფიად“ რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა ასევე თავის გამოსვლაში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე გაამახვილა ყურადღება.

„უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g