LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“

182
ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ ყაველაშვილი

„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, ის მადლობას უხდის ასევე „თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის“:

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის ბრიფინგზე განაცხადა.

„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება გაერთიანდეს.

„საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი: „მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა, დარწმუნებული ვარ, ის პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას სრულად დაუბრუნებს“

„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს“ – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“.

„ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული. დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g