LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკრონაწილების დეფიციტმა ავტომწარმოებლებს ბევრად უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა, ვიდრე კორონავირუსმა

52
fiatcarsnews

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტს გამო ავტომწარმოებლებმა ბევრად მეტი ფული დაკარგეს, ვიდრე კორონავირუსის პანდემიის დროს. ამის კარგი მაგალითია კონცერნი Stellantis, რომელიც ისეთ ბრენდებს მოიცავს როგორიცაა – Fiat, Chrysler, Peugeot, Citroen და სხვები. კონცერნის ქარხნები ამ პერიოდში რამდენჯერმე უკვე გაჩერდა და 2021 წლის ბოლომდე მუშაობის ნორმალურად გაგრძელებას ვეღარც შეძლებს. შედეგად მწარმოებელი დაგეგმილზე 1,4 მილიონით ნაკლებ ავტომობილს გამოუშვებს.

Stellantis–ის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში, კონცერნმა 11%–ით უფრო ნაკლები ავტომობილი გამოუშვა. ეს კი კორონავირუსულ – 2020 წელზე ბევრად უარესი მაჩვენებელია. ერთი კვირის წინ მწარმოებელმა გერმანიაში Opel–ის ქარხანაც დახურა, ასე რომ კლიენტები თავის ავტომობილს დაგვიანებით ან საერთოდ ვერ მიიღებენ.

არანაკლებ რთულ ვითარებაშია იტალიური კონცერნი Melfi–ც, რომელიც მთელი ოქტომბრის განმავლობაში მხოლოდ 6 დღე იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები