LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკვირს, რომ “ციანიდის საქმის” მასალების მედიაში გავრცელებაზე დაცვის მხარემ ჩვენება არ მისცა – ბესიკ ბუგიანიშვილი

549

“მე როგორ ვიტყვი დაცვის მხარიდან გავიდა ინფორმაცია თუ ბრალდების მხრიდან? რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა, ამიტომაც დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ამ საქმეზე”,-ამის შესახებ “ციანიდის საქმის” მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“რა ტიპის სამართალდარღვევა იკვეთება, ამას დაადგენს გამოძიება. მე უბრალოდ მიკვირს, რომ დაცვის მხარემ არ მისცა ჩვენება. ეს რას ნიშნავს, მე ვერ ვხსნი. განმარტეს ასე, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენებებს საკუთარი თავის წინააღმდეგო. დანარჩენს თვითონ მიხვდით რასაც ნიშნავს. გავიდა თუ არა დაცვის მხრიდან დახურული სასამართლო სხდომის ოქმების შესახებ ინფორმაცია, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა ბუგიანიშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ინფორმაცია ომბუდსმენის წარმომადგენელს გაეცა, რომელიც დახურულ სასამართლო სხდომებს ესწრებოდა, რაზეც ბუგიანიშვილმა განმარტა, რომ ომბუდსმენს დახურული სასამართლო სხდომის ოქმებთან წვდომის უფლება არ აქვს.

„ომბუდსმენის წარმომადგენელი იმყოფებოდა დარბაზში, ის მე დავუშვი, თუმცა მას სხდომის ოქმთან შეხება არ ჰქონია, ვინაიდან კანონიდან გამომდინარე, სხდომის ოქმის მოთხოვნის და მიღების უფლება აქვს დაცვის და ბრალდების მხარეს. წერილი შემოვიდა, ჩემმა სხდომის მდივანმა გაამზადა დისკები და გადასცა დაცვის და ბრალდების მხარეებს. ომბუდსმენს უფლება არ აქვს დახურული სასამართლო სხდომის ოქმი მოსთხოვოს სასამართლოს და სასამართლომ მისცეს“, – განაცხადა ბუგიანიშვილმა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი თბილისის პროკურატურაში ე.წ. ციანიდის საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ საქმის პროკურორები: ჯარჯი წიკლაური, ზვიად გუბელაძე და ვლადიმერ ვექილიანი.

პროკურატურას  ჩვენებები არ მისცეს დეკანოის ადვოკატებმა, რის შემდეგაც, ისინი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g