მილა კუნისი კვლავ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ფეხმძიმე ვარსკვლავმა ამჯერადაც უპირატესობა თავისუფალ სტილს მიანიჭა – ჯინსი, თეთრი ფართე ზედა და ბოტასები. იმისათვის რომ უმაკიაჟო სახე დაეფარა, კეპი დაიხურა.
ბოლოს მილა პაპარაცების სამიზნე რამდენიმე კვირის წინ გახდა, ვარსკვლავს მაშინაც არ ესვა მაკიაჟი, თუმცა თაყვანისმცემლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ცნობილი მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება.