LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში გამვლელების სიახლოვეს მოწევა აიკრძალა

106
203910800-5d61cbdb-b83a-4a06-819f-29369aa50f4a

2025 წლიდან იტალიაში, კერძოდ კი მილანში მოწევის მსურველებს მოუწევთ, რომ სხვა ადამიანებს მინიმუმ 10 მეტრით მოშორდნენ და სიგარეტს მხოლოდ ამის შემდეგ მოუკიდონ. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმა 40-დან 240 ევრომდე იქნება, წერს ადგილობრივი გამოცემა il fatto quotidiano.

ქალაქში მოწევა უკვე ბევრ საზოგადოებრივ ადგილშია აკრძალული: პარკებში, სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, საბავშვო მოედნებზე, ადგილებში სადაც ძაღლებს ასეირნებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და სასაფლაოებზე.

ახალი წლიდან მოწევა აიკრძალება ყველა ქუჩაზე, თუკი იქ მწეველის გარდა სხვა ადამიანიც იმყოფება.
სიახლე არ შეეხება ელექტრონულ სიგარეტებს.

მოწევა – ევროპაში ნაადრევი სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია და მისი მსხვერპლი ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანია. სწორედ ამიტომ ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ მწეველთა რიცხვი მაქსიმალურად შეამცირონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები