LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონერებით დაკომპლექტებული ახალი ბატისკაფი „ტიტანიკის“ სანახავად გაემართება

113
2RTB1K3

კომპანია OceanGate-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა პლანეტის ყველაზე საშიშ სიღრმეში ჩასაშვებად სამზადისი დაიწყო. ერთი წლის წინ OceanGate-ის ბატისკაფის „ტიტანიკთან“ ჩასვლა კატასტროფით დასრულდა, წერს გამოცემა Independent-ი.

58 წლის გილერმო სონლეინმა, რომელსაც მორიგი საშიში მოგზაურობა აქვს ჩაფიქრებული, OceanGate მილიონერ სტოკტონ რაშთან ერთად დააარსა. მან კომპანია 2013 წელს დატოვა ანუ იმ კატასტროფამდე 10 წლით ადრე, რომელმაც რაშის და Titan-ის სხვა მგზავრების სიცოცხლე შეიწირა. მიუხედავად მომხდარისა, სონლეინმა საკუთარ პროექტზე უარი არ თქვა და ეს პროექტიც ბატისკაფს უკავშირდება.

მილიონერმა ფირმა Blue Marble Exploration დააარსა და ამჟამად ბაჰამის სიღრმეებში მოგზაურობითაა დაკავებული.

უახლოეს მომავალში კი „ტიტანიკის“ მორიგი ტური იგეგმება. კომპანია არ აზუსტებს, თუ ზუსტად რომელ ბატისკაფს გამოიყენებენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გუნდი პროფესიონალებით დაკომპლექტდება. თუ რამდენის გადახდა მოუწევთ მგზავრებს, ასევე უცნობია. შეგახსენებთ, რომ რაშის სასიკვდილო ჩაყვინთვა 250 ათასი დოლარი ღირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები