LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა – ცერცვაძე

190
tengiz-cercvadze-1-2020-02-28-13-06-01-533703

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “ფაიზერის” ვაქცინის შესანახად მინუს 80-გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ – ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა

კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება…საქართველო „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებას განიხილავს: გაბუნია

შესაბამისად, ცერცვაძის განმარტებით, დიდი რაოდენობით „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახად საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა.

„საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის რაღაც რაოდენობის შემოტანა მოხერხდება, თუმცა მილიონი და 2 მილიონის დოზისთვის, „ფაიზერის“ ვაქცინისთვის საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ „ფაიზერის“ ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები.“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

“გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას, სჯობს პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”-ეფექტურია თუ არა ჩინური ვაქცინა

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის დაწყება მარტში იგეგმებოდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა ვაქცინაციის დაწყების ვადამ თებერვალში გადმოიწიოს.

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოსახლეობაში უსაფუძვლო შიში დათესონ… საქართველოში შემთხვევითი ვაქცინა არ შემოვა: დიმიტრი ხუნდაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g