თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის აქციაზე, ერთერთი მოქალაქე კარტოფილით მივიდა.
როგორც მან “ფორტუნას” უთხრა სამეგრელოდანაა და არჩევნებისთვის ხალხს კარტოფილი მართლა დაურიგეს.
“მე ვარ სამეგრელოდან. ხალხს არ სჯერა, რომ დარიგებულია. მილიონიდან მე ვიშოვე ეს კარტოფილი,” – განაცხადა “ფორტუნასთან” კაცმა, რომელიც დღეს ოპოზიციის აქციაზე იმყოფებოდა.