LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ჩემი ქვეყანა იყოს გაერთიანებული, იყოს მშვიდობა, და რაც მთავარია და რაც ყველაზე მეტად მაწუხებს – ადამიანებს უფრო მეტად შეგვეძლოს სიყვარული, პატიება, გვერდში დგომა და სხვადასხვა აზრის გაზიარება“ – იუბილარი ლიზა ბაგრატიონი დაბადების დღის მთავარ სურვილზე

520
ლიზა ბაგრატიონი

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი დღეს იუბილარია – მომღერალი 51 წლის გახდა.

იუბილარმა ლიზა ბაგრატიონმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ Fm“ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციასა და საიუბილეო სურვილებზე ისაუბრა. ამასთან, მომღერალმა აღნიშნა, რომ დაბადების დღეს უმეტესად ვერ აღნიშნავს და ცდილობს ქალაქიდან გაიპაროს.

„დაბადების დღეს ვერ აღვნიშნავ, ჩემდა საბედნიეროდ, მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და კეთილისმსურველი, როგორც კი სტუმრების სიის წერას ვიწყებ, ვხვდები, რომ ეს მხოლოდ მას მერე შეიძლება მოხდეს, რაც მე უკეთეს საქართველოში გადავინაცვლებ და ჩემი შვილი დაპატიჟებს ჩემს მეგობრებს სხვა ტიპის დაბადების დღეზე [იცინის], იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ვერსად ვერ ვატევ და ვერაფრით ვხვდები, რა ფორმატით შეიძლება აღვნიშნო დაბადების დღე. ამ დღეს ყოველთვის ვიპარები ხოლმე.

მამა ცოცხალი რომ იყო, ეს ტრადიცია მოიგონა [სანამ ეს ტრადიცია მოდაში შემოვიდოდა, ჩვენს ოჯახში უკვე ყოველთვის იყო] და ახლაც ვაგრძელებთ – ღამის 12 საათზე ტორტით, შუშხუნებით და ცქრიალა ღვინოთი აღვნიშნავდით.

ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე:
შარშან, ვითომ შორს ვიყავი გაპარული, ჩემს ერთ მეგობართან და მის შვილთან ერთად თურქეთში წავედი. სავახშმოდ რომ წავედით, რესტორანში ჩემი სიმღერის ფონზე დამხვდა 6-7 უახლოესი მეგობარი, საოცრად გამიხარდა.

ჩემი დაბადების დღის სურვილი:

მინდა ჩემი ქვეყანა იყოს გაერთიანებული, მინდა იყოს მშვიდობა და, რაც მთავარია, და ყველაზე მეტად მაწუხებს, ადამიანებს უფრო მეტად შეგვეძლოს სიყვარული, პატიება, გვერდში დგომა, გატანა და სხვადასხვა აზრის გაზიარება, ამის მიღება და თანაცხოვრება სიყვარულში, სითბოში და სიმშვიდეში“, – აღნიშნა ლიზა ბაგრატიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g