კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საუბრობს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მას და მის მეუღლეს შვილების აღზრდაზე.
„მე და თიკა სულ ვფიქრობთ, რომ ბავშვებს მოტივაცია არ დაეკარგოთ, მინდა ჩემ შვილებს რაღაცის ნატვრა ჰქონდეთ და მათთვის ნებისმიერი რამ ადვილად ხელმისაწვდომი არ იყოს. რაღაცას რომ მოვუტანთ, შესაძლოა, დიდი რამ საერთოდ არ იყოს, პირველი იმაზე ვფიქრობთ, უხარიათ კი?!
მინდა, შრომა დააფასონ, შრომის ფასი იცოდნენ, მადლიერების განცდა ჰქონდეთ. რაღაცები შეიძლება მოვიდეს, წავიდეს, მაგრამ ეს ღირებულებები ყოველთვის შენთანაა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ეს გაიგონ.
ეს არ ეხება მხოლოდ საჩუქარს, თუნდაც სადმე წაყვანას, რაღაცის გაკეთებას. მინდა, შრომა დააფასონ, შრომის ფასი იცოდნენ, მადლიერების განცდა ჰქონდეთ. რაღაცები შეიძლება მოვიდეს, წავიდეს, მაგრამ ეს ღირებულებები ყოველთვის შენთანაა. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ეს გაიგონ. ოთხივე ისეთ დროს დაიბადა, უკვე NBA-ის მოთამაშე ვიყავი და ისინიც ყურადღების ქვეშ იყვნენ. მეც და თიკაც ისე ვართ გაზრდილები და ამიტომაც გავუგეთ ერთმანეთს, უკვე 16 წელია, ერთად ვართ, ვაფასებთ იმის ძალას, რომ რაღაც გინდა და რაღაცას ნატრულობ. რაღაც მიზანი უნდა გქონდეს ადამიანს და არ ფიქრობდე, რომ აღარ გჭირდება სწავლა, განძრევა, რაღაცაზე ფიქრი, მშობლები გააკეთებენ, დამიტოვებენ… ამაზე საუბარი ხშირად გვაქვს. ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რა არის მნიშვნელოვანი“. – ამბობს ზაზა ფაჩულია.