LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა ძალიან მჯეროდეს, რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს… როცა ადამიანს ციხე ემუქრება 9-12 წლამდე, თემაზე ღლიცინი ამორალურია…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძის შესახებ

377
ნანუკა ჟორჟოლიანი, ელისო კილაძე

პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

„ღმერთმა დამიფაროს იმ მხარეს აღმოვჩნდე, სადაც დათო მიქაძე და ფარცხალაძეა. მიქაძე, რომელიც ჩემი, ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ 2012 წელს სირცხვილის კორიდორებს უწყობდა „ნაც“ მეგობრებს რომ ქოცების უკ****** უფრო მალე აღმოჩენილიყო. ბიჭი რომელმაც გოგოს (2012 წლამდე მეგობარს) ვალი აღარ დაუბრუნა (ფული შეაწერა) და უახლოესი მეგობარი არ დაასაფლავა. მარტო ლადოს გამო მიწა უნდა გამომეცალოს რომ როდისმე და ნებისმიერი ადამიანის გამო ოდნავ ახლოს აღმოვჩნდე მედროვე, უმორალო ხალხთან…
ეს პოსტი ადამიანური სოლიდარობაა და ის ეხება მხოლოდ ელისოს. არავის სხვას ვინც ჩამოთვალეს. მინდა ძალიან მჯეროდეს რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს. მინდა მჯეროდეს რომ არანაირი შეხება მას ამ თემასთან არ ჰქონდა. ყველაზე კარგად იცის რა და რატომ მოხდა და მინდა ვუსურვო ყველა შესაძლებლობა თავისუფლების.
როცა ადამიანს ციხე ემუქრება 9-12 წლამდე, თემაზე ღლიცინი ამორალურია. როგორ უცბად ვავლენთ საკუთარ თავს“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ღმერთმა დამიფაროს იმ მხარეს აღმოვჩნდე, სადაც დათო მიქაძე და ფარცხალაძეა. მიქაძე, რომელიც ჩემი, ჩვენი მეგობარი იყო,…

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g