LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის პირობებში იყო“ – კახა კალაძე

174
კახა კალაძე პიტერ ფიშერი

„მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე ღია ბიუჯეტის ინდექსთან დაკავშირებით კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების სიაში პირველ ადგილას აღმოჩნდა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრი კრიტერიუმით მოწინავეა:

„საქართველო ბევრი კრიტერიუმით არის მოწინავე, განსაკუთრებით ბოლო წლებში გვაქვს მიღწევები ბევრი მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს თვალსაჩინოა და ძალიან მიხარია, რომ იდგმება ისეთი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, რომ ვხდებით მოწინავე ქვეყანა ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა კრიტერიუმით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და დაგვეხმარება ევროინტეგრაციის პროცესში თუ იქნება ჯანსაღი მიდგომები და დამოკიდებულება და არა ისეთი, როგორც მაგალითად კანდიდატის სტატუსთან მიმართებით იყო, შანტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები კანდიდატის სტატუსით. მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის ისევე, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის პირობებში იყო“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ჟურნალისტებთან საუბარში ასევე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

„სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან“ – გერმანიის ელჩი საქართველოში

„წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელზეც, ძალიან მალე, უკვე ზაფხულში დასრულებული [იქნება მუშაობა] და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი. ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია პარლამენტში უმრავლესობა „ქართული ოცნების“დეპუტატების სახით.

კობახიძე გერმანიის ელჩზე: „ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ.. გერმანია საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“

„შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ უცხოეთიდან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თუმცა, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა – „იმიტომ“. ახლაც მზად ვართ, თუ ვინმეს უნდა აქვს რაიმე კონკრეტული [პოზიცია] წარმოადგინონ, აღნიშნული კანონი რატომ არის პრობლემური შინაარსობრივად, რატომ, შეიძლება ზოგადად გამჭვირვალობა პრობლემა იყოს, ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს და ა.შ. გაუგებარია. თუმცა, ჩვენ წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, უკვე ზაფხულში დასრულებული და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი და ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით” – განაცხადა კალაძემ.

„ყველა ვინც აქამდე ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდით, ახლა ეს გეგმა ზუსტად 150 დღით უნდა გადადოთ და შემდეგ წასვლაც აღარ დაგჭირდებათ… ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g