LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ დაეხმაროს თვითდასაქმებულ, უშტატო რეჟისორებსა და მსახიობებს” – ქეთი დოლიძე გადაცემაში „არტ-FM“

13
105287947-257611925527537-4762285828820542570-n

გადაცემის ლაივი LIVE

22 ივნისს რადიო ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ,,საჩუქარი” სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი-ქეთი დოლიძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

რა ეტაპზეა საერთაშორისო ფესტივალი ,,საჩუქარი”, რომლისთვისაც დიდი მზადება იყო პანდემიამდე?

არ მქონდა არავითარი მორალური უფლება, რომ ამ პანდემიის პერიოდში მომეთხოვა რაიმე თანხა, ან მქონოდა პრეტენზია. მესმის, რომ ხელოვნება ვერ გაჩერდება და არც უნდა გაჩერდეს, მაგრამ ,,კანის”, ,,ვენეციის” ფესტივალიც კი  გადაიდო. შარშან ჩვენ კარგი მოგება გვქონდა და ბილეთებიც გაიყიდა. ვფიქრობ, რომ ამით არავინ და არაფერი დაზარალდება, თუ ერთი წლით გადაიდება ფესტივალები. პირველ რიგში ეს არის ქვეყანაზე ზრუნვა, ვხედავ უკვე როგორი გაჭირვებაა. მინდა ვთხოვო მთავრობას, რომ დაეხმაროს თვითდასაქმებულ, უშტატო რეჟისორებსა და მსახიობებს, ფულით, რომელიც განკუთვნილი იყო ამ ფესტივალებისთვის. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.

თქვენი აზრით ამ მოვლენებიდან გამომდინარე, როგორი შეიძლება გახდეს თეატრი..

არავინ არ ჩერდება, ყველა ადამიანი რაღაცას აკეთებს სახლში.ზოგი სცენარზე მუშაობს, არსებობს ასეთი პაუზები ხელოვანებისთვის. წლევანდელ ფესტივალზე უარი ვთქვი, რადგან დაზოგილი თანხა მოხმარდეს ჩემივე კოლეგებს, რომლებიც არ არიან რომელიმე დაწესებულების შტატში. ის, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ და ხელფასი მაინც გვერიცხება ეს არის უზარმაზარი დახმარება. ზოგს ვერც წარმოუდგენია, რომ თეატრი გაჩერდეს და გასცეს ხელფასები.

ამ სამი თვის განმავლობაში რაიმე ახალი ხომ არ შეიქმნა, უფრო მეტი ფიქრის დრო ხომ არ მოგეცათ..

წლებია მინდა დავწერო ერთი სცენარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, ამ სამი თვის განმავლობაში ამისთვის ბევრი ვიფიქრე და მოვემზადე. მინდა წავიტრაბახო იმით, რომ თუკი ვინმემ უცხოელი ცნობილი რეჟისორი, 98 წლიდან მოყოლებული ჩამოიყვანა საქართველოში იმისთვის, რომ ქართულ თეატრს ახალი სისხლი გადასხმოდა, ვიყავი მე. ქართული სახელოვნებო სფერო, განსაკუთრებით თეატრი ყოველთვის იყო და არის ძალიან ჩაკეტილი. არასდროს არავის არ უშვებდა თავის წიაღში და ვფიქრობ, რომ მე გავხსენი. პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს შიშის სინდრომი გაჰყვება დიდხანს, დასებიც კი ვეღარ იმოგზაურებენ ასე ადვილად.

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/780956449318787

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები