LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს

100
puri-w-h

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წინაპირობები იმისა, რომ საქართველოში პურის ფასი გაიზარდოს, დღეს არ არსებობს. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ინტენსიური კომუნიკაცია აქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ასევე თვითონ ინდივიდუალურ საწარმოებთან, რათა პურის ფასი შენარჩუნდეს.

„ჩვენ ქმედითი მექანიზმი უნდა შევთავაზოთ სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ეს გულისხმობდა ორ რამეს: ერთი – დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილ მოთხოვნას ვხედავთ, განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში, სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას – ხორბალს ეხება. ჩვენი მიზანი იყო, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში და მიიღონ სუბსიდიის თანხა, არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქილის ფასი, რომელიც პურის წარმოებაში ძირითადი ინგრედიენტია, დაფიქსირებული იყოს. აქ ჩვენ უმაღლესი ზღვარი დავაწესეთ, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, ეს არის ენერგომატარებლები და იცით, რომ ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება  და მათ შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის“,-განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები