ზურა ხაჩიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„დაგვიტოვა წარმოუდგენლად დიდი სიცარიელე, არ ვიცი როგორ ვიცხოვროთ მის გარეშე!
ერთი თხოვნა მაქვს ყველა თქვენთაგანთან!
ცოტა მეტად შევიყვაროთ და შევუნდოთ ერთმანეთს. ვეცადოთ ლაშას მივბაძოთ და სიკეთის კეთებით სამყარო უკეთესი გავხადოთ, ჩვენი სამშობლო მაინც.
მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ზღვა ხალხი… ერთმა სოხუმელმა ბიჭმა, იმხელა სიყვარული დატოვა, რომ კიდევ ბევრის გაოცება მოახერხა. ერთად შეკრიბა სხვადასხვა შეხედულების ადამიანი, ჩაგვახუტა, გაგვაერთიანა… ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ძმის და მეგობრის დაკარგვაა… მოახერხა ადამიანების უპირობო სიყვარული! თურმე შეგვძლებია.
ლაშამ მისი გავლილი გზით ბევრი მაგალითი გვაჩვენა სიკეთის კეთების.
მჯერა, რომ მისი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის იქნება მაგალითო…
იქნებ ვეცადოთთ, დავფიქრდეთ და მტრობა სიყვარულით ჩავანაცვლოთ, მხოლოდ ეს იქნება ჩვენი გადარჩენის გზა.
უფალმა მოიხსენოს ლაშას სული სადაც მართალი განისვენებენ და ღმერთი იყოს მისი და ჩვენი ოჯახების მფარველი! ამინ“, – წერს ზურა ხაჩიძე.
