LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა აბსოლუტურად მართალია, არგუმენტირებულად ახსნის ყველაფერს – გიორგი სააკაშვილი

116
Untitled design - 2021-12-02T114112.633

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დღავანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიმართლის დამტიცებას შეძლებს. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ბიუჯეტის გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია და მესამე პრეზიდენტი ყველაფერზე არგუმენტირებულ პასუხს გასცემს.

„პიჯაკების საქმე, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ეჭვგარეშეა. ვინდაიდან დღევანდელი საქმე ეხება ბიუჯეტის გაფლანგვას, პიჯაკების საქმეს რომ ეძახიან. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მიშა არის აბსოლუტურად მართალი. დღეს მიეცემა საშუალება, რომ სიტყვა წარმოთქვას და დარწმუნებული ვარ, რომ არგუმენტირებულად ახსნის, რომ არის აბსოლუტურად შეთითხნილი ეს ბრალდებები და იმედი მაქვს, რომ მიშა სააკაშვილს მალე ვიხილავთ გისოსებს გარეთ.

„ქართულ ოცნებაზე“ საუბარი ზედმეტია, მხილებულიც არის და გადამხილებულიც – მირჩევნია სააკაშვილმა ისაუბროს წარდგენილ სამარცხვინო ბრალზე და მიმართოს ქართულ საზოგადოებას: ნიკა გვარამია

მე კიევში ხშირად ვიმყოფებოდი, მიშას… დევნილობა დავარქვათ, იმიტომ რომ მისი სული და გული ყოველთვის იყო საქართველოში, სექტემბერშიც კიევში გახლდით მე და ხშირად მქონია შეხვედრა, ის ხაზგასმით იძახდა, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა საქართველოში, ვინაიდან საქართველო არის მართლა გადასარჩენი, ძალიან რთულ სიტუაციაში, ხალხი დიდ გაჭირვებაშია, ქვეყანა ადგას არასწორ კურსს. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის დახმარება არ გულისხმობს არანაირ თანამდებობას. პირველ რიგში მთავარია, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ერთპიროვნული მმართველობისგან, ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს კოალიციური მთავრობა“. – აცხადებს გიორგი სააკაშვილი.

გიული ალასანია: ძალიან სასაცილო საქმეა, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული

გიორგი ჩალაძემ საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი მიიტანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები