LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძე: „სირცხვილია, როგორც ვექცევით საკუთარი ქვეყნის მომავალ ისტორიულ ფიგურებს – პირველი სამი პრეზიდენტის ჩათვლით!..“

118
mishashvildzdzenews

მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში 2021 წლის არჩევნებს აჯამებს და წერს მიშა სააკაშვილის ფაქტორის შესახებაც.

მიშა მშვილდაძე:

„შეიძლება კიდევ წლები ვიკამათოთ, 2021 არჩევნების წინ რა შეცვალა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში და რომელი პარტიის მომხრეების მობილიზებას და რომლის იმედგაცრუებას შეუწყო უფრო მეტად ხელი და რამდენად დრამატულად, იყო თუ არა ეს სწორი მომენტი, სწორი ფორმა ან სწორი ნაბიჯი, მაგრამ ახლა ეს მეორეხარისხოვანია.

ღარიბაშვილის და ბიძინას დაპატიმრებული სააკაშვილი, რომლებსაც მარტო ბოლო თვეებში აქვთ ყველაფერი დაშავებული უფრო დიდ და მძიმე ფორმებში, რაზეც მიშას მისჯილი აქვს და რასაც ედავებიან – დამნაშავის დაუსჯელობაც, უსამართლო შეწყალებაც და კორუფციაც – არის საშინელი უსამართლობა.

სირცხვილია ეს ყელმოღერებული მონა იმ ბოროტ მაქინატორს ღიად ულოცავდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების და შერჩევითი სამართლის ზეიმს და მეორე დღეს არჩევნებში ხმებს იღებდეს.

სირცხვილია, როგორც ვექცევით საკუთარი ქვეყნის მომავალ ისტორიულ ფიგურებს – პირველი სამი პრეზიდენტის ჩათვლით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g