LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალებულს 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

134
Untitled design (6)

საქალაქო სასამართლომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულს სასჯელის ზომად და ფორმად 6 თვიანი პატიმრობა მიესაჯა,“ – განუცხადეს ფორტუნას საქალაქო სასამართლოში.

გადაწყვეტილება, დღეს, 4 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი ოჯახური მდგომარეობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ საქმეს, შსს-ს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

„სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს – ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ“ –  მშვილდაძე დავას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს

„გამოიკვეთნენ საეჭვო პირები.. შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული, ამოიღეთ ყველა კამერის ჩანაწერი“ – მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

„ყველას გთხოვთ, ვამხილოთ ეს ძალადობა, სისტემური დანაშაული…ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში” – მიშა მშვილდაძის მიმართვა

მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11 სექტემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის საქმე დახურულად გამოაცხადა. დაზარალებული დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.

კობახიძე მშვილდაძეზე: თავის თავს მიხედოს – კაცი, რომელიც დედას იგინება და მერე ამაზე პასუხს იღებს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო?

ზარქუა: „მოსახლეობისთვის ეკლესია, პატრიარქი წმინდაა და როცა მას შეურაცხყოფას აყენებ, უნდა იცოდე, რომ შეიძლება ამას ქმედებები მოჰყვეს, როცა პროვოკაციულად იქცევი, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები