LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი მეგობრის გარდაცვალების შესახებ ჯერ არ იცის” – ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ მოზარდზე

163
BeFunky-collage (58)

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ციბაძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული მოზარდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, მოზარდმა მეგობრის, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების შესახებ ჯერ არ იცის.

„ბავშვის მდგომარეობა დღეს სტაბილურია. ბავშვი კონტაქტში შედის თავის მშობლებთან, ორშაბათიდან მასთან იმუშავებს ფსიქოლოგი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვის მდგომარეობა გაწერამდე კარგად იყოს. ბავშვი მოხსნილია სასუნთქი ვენტილაციიდან, ყველა პარამეტრი ნორმაშია. მისი მეგობრის გარდაცვალების შესახებ არ იცის. მოზარდი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაღაცა რისკები არსებობს, მაგრამ მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“, – განაცხადა დავით ციბაძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

magti 5g