ბრიტანელი კომედიური ჟანრის მსახიობი, როუენ ატკინსონი, რომელიც ცნობილია როგორც მისტერ ბინი, აუქციონზე Race Retro Classic Car Sale ორ ავტომობილს გაიტანს: გამოშვებულ Mercedes-Benz 500E-სა და Lancia Thema 8.32-ს. ვაჭრობა თებერვლის ბოლოს გაიმართება.
სედანი Mercedes-Benz 500E შემუშავდა Porsche-სთან თანამშრომლობით და მარკის ცუფენჰაუზენის ქარხანაში იწყობოდა. ის ხუთ ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 326 ცხენის ძალას ავითარებს. ნულიდან ას კილომეტრს კი 6,1 წამში კრებს. გასაყიდად გამოტანილი ავტომობილის გარბენი 80 000 კილომეტრია. ატკინსონის განცახდებით, ეს საუკეთესო ეგზემპლარია, რისი მოძიებაც მან შეძლო.
რაც შეეხება Lancia Thema 8.32-ს, მისი სახალხო დებიუტი ტურინის ავტოშოუზე 1986 წელს შედგა. ციფრები „8“ და „32“ ცილიდრებისა და სარქველების რაოდენობას ასახავენ. 2,9 ლიტრის მოცულობის ძრავი 215 ცხენის ძაას ავითარებს. ის Ferrari 308-ის ძრავის მიხედვით ააწყვეს, რომელზეც თავის მხრივ კომპანია Ducati-მ იზრუნა. ნულიდან ას კილომეტრს ის 6,8 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/საათია.
Thema 8.32 გახდა პირველი ავტომობილი, რომელზეც ელექტრომართვადი უკანა სპოილერი დაამონტაჟეს.