LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისთვის არასდროს მითქვამს და გადავწყვიტე, ახლა საჯაროდ დავწერო“ – ანა ნაცვლიშვილი თამარ კორძაიას პოლიტიკიდან წასვლაზე

349
ანა ნაცვლიშვილი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი თამარ კორძაიას პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  

მისი თქმით, „თამარს ბევრი ისეთი თვისება აქვს, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდება“.

„ბევრი წელია, ვიცნობ თამარს, მაგრამ განსაკუთრებით ახლოს გავიცანი პარლამენტში ამ წლების განმავლობაში.
ეს მისთვის არასდროს მითქვამს და გადავწყვიტე, ახლა საჯაროდ დავწერო:
ბევრი იშვიათი და ჩემთვის ღირებული თვისება აქვს, რაც სჭირდება ქართულ პოლიტიკას – უპირველესად პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და არა ზერელობა, სამუშაო ეთიკა, სხვისი შრომის დაფასება და აღიარება, გამბედაობა, ისაუბრო არაპოპულარულ საკითხებზე, სიმტკიცე და ადამიანობა – არც ერთი ეს იოლი არ არის, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ჩვენ ვიყავით.
(ალბათ ოდესმე შევძლებთ ამ გარემოზე საჯაროდ ვთქვათ უფრო მეტი, რომელიც არავისთვისაა იოლი, მაგრამ განსაკუთრებით რთულია ქალისთვის).
განსხვავებებული მოსაზრებებიც გვქონია, მაგრამ არასდროს გაგვჭირვებია ერთად დგომა და ბრძოლა, მათ შორის ფიზიკური საფრთხის წინაშე. მის თანადგომას ვგრძნობდი რთულ მომენტებში და ყოველთვის მემახსოვრება.
ზუსტად ვიცი, რომ სიტყვისთვის კი არა, მართლაც დარჩება აქტიურ მოქალაქედ და საქართველოს ევროპული გზის ქომაგად!
პ.ს. ფოტო გადაღებულია 2024 წ. აგვისტოში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, რუსული კანონის განხილვის დროს. ამ ისტორიული პროცესისთვის თამუნამ ძალიან ბევრი იშრომა.
მჯერა, ეს ყველაფერი უკვალოდ ვერ ჩაივლის!“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

„მივდივარ პოლიტიკიდან“ – თამარ კორძაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g