ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ალკოჰოლის შემცველი სასმელების ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედებაზე საუბრობს.
ამჯერად ინფექციონისტი ლუდზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხშირად ისმის კითხვა, რა ითვლება ალკოჰოლის მიღების უსაფრთხო რაოდენობად, ბუწაშვილის თქმით, აბსოლუტურად უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს:
„მითები ალკოჰოლზე 3 – „ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები”
ლუდში სპირტის შემცველობა 5%-ია (7%-იანი ლუდებიც არსებობს), ანუ 100 მლ ლუდში 5 გ სპირტია. ორი-სამი კათხა ლუდის მიღების შემთხვევაში (რაც ცოტააო, თვლიან), 50-80 გ-მდე ალკოჰოლს იღებს ადამიანი. ანუ სამი კათხა ლუდი იგივეა, რაც 200 მლ ვისკი ან არაყი.
ადამიანი თუ ყოველდღე 4-5 პატარა ჭიქა (200 მლ) არაყს სვამს, ამას უფრო აღიქვამენ სმად, ვიდრე ლუდის შემთხვევაში. არადა, ზუსტად ერთი და იგივეა. ეს მე ლუდის შედარებით ზომიერი მოხმარების მაგალითი მოვიყვანე, თორემ ბევრი 3 ლ-ზე მეტ ლუდს სვამს (განსაკუთრებით ზაფხულში).
ხშირად ისმის კითხვა, რა ითვლება ალკოჰოლის მიღების უსაფრთხო რაოდენობად. აბსოლუტურად უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს. თუ ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, მცირე რაოდენობა ითვლება დაბალი რისკის მქონედ. „მცირე რაოდენობა” სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მაჩვენებლით აქვს განსაზღვრული. თუ ადამიანს რომელიმე დაავადება აქვს, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის (მათ შორის ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა), დიაბეტი, ღვიძლის ნებისმიერი დაავადება (მათ შორის “გაცხიმოვნება”), დეპრესია, ძილის დარღვევა და ა.შ, მათთვის ეს დაბალი დოზაც არ შეიძლება, ანუ ალკოჰოლის მიღება სრულად უნდა იყოს შეწყვეტილი.
ეს განსაკუთრებით ეხებათ ორსულებს ან ორსულობის დაგეგმვის პერიოდში მყოფებს. თუმცა სამწუხარო მაგალითები არსებობს, როცა ორსულებს ურჩევენ დღეში ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღებას (“სისხლისთვის კარგია”) – წერს მაია ბუწაშვილი.
მითები ალკოჰოლზე 3. “ლუდი არ არის პრობლემა, არაყს არ ვეკარები” ლუდში სპირტის შემცველობა 5%-ია (7%-იანი ლუდებიც…
Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
